Saturday, December 14, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ ჩვენი მუშაობა პრეზენტაციაზე; თავი მოვუყარეთ ყველა მასალას რაც გავაკეთეთ პროექტის ფარგლებში; ელ ფოსტის დრაივში გადავიტანეთ დასრულებული პორთფოლიო და ბლოგზე გაჯეტის სახით მოვათავსეთ; მოვაწყვეთ პრეზენტაციების განხილვა და შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები სპეციალური შეფასების ფორმებით. გადავიღეთ ფოტოები პრეზენტაციის სლაიდშოუს პროცესში.
დიდი მადლობა ტრენინგის ხელმძღვანელს, ნინო კაჟაშვილს.

Sunday, December 8, 2013

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ რესურსებიდან ფასილიტაციის განყოფილებაში ჯგუფების შექმნა მოსწავლეთა მხარდასაჭერად; კვლევა ინტერნეტის საშუალებით და მისი პასუხების ფორმის შექმნა; ვიმუშავეთ დრაივში და კვლევის რეიტინგის ფორმას გავეცანით; კვლევის ლინკის მისამართი მივაბი ბლოგის სამუშაო რეჟიმის გაჯეტს და ჩემს ბლოგს დაემატა კვლევის ლინკი; ჩვენი პრეზენტაციების სლაიდებს დავუმატეთ შექმნილი დოკუმენტების ლინკები და დავამატეთ ერთი სლაიდი "შექმნილი რესურსები", სადაც დავამატეთ ლინკები; გავაკეთეთ ამ დღის რეფლექსია ჩვენს ბლოგზე.

Saturday, December 7, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს საინტერესო პრაქტიკული სამუშაოები შევასრულეთ: კოლეგის მიერ შექმნილი მოსწავლის შეფასების რუბრიკას გავუკეთეთ რეფლექსია და გადავუგზავნეთ უკან, რომელშიც მივუთითეთ 3 შეკითხვა, 2 კომენტარი და 1 რჩევა; სუსტი მოსწავლისთვის შევქმენით ბუკლეტი ინტელის კურსის რესურსების გამოყენებით; ბლოგის ფორმატის ცვლილებებზე ვიმუშავეთ და შევცვალეთ ფერი, ზომა და დიზაინი; ბლოგს დავამატეთ გაჯეტები და შევცვალეთ ფორმატი; მივიღეთ ახალი დავალება: დავასრულოთ პროექტის გეგმა, შევიტანოთ მასში პროცედურების მსვლელობა; უნდა მოვიფიქროთ მოსწავლეებისთვის კვლევის დამხმარე კითხვარი.