Saturday, December 14, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ ჩვენი მუშაობა პრეზენტაციაზე; თავი მოვუყარეთ ყველა მასალას რაც გავაკეთეთ პროექტის ფარგლებში; ელ ფოსტის დრაივში გადავიტანეთ დასრულებული პორთფოლიო და ბლოგზე გაჯეტის სახით მოვათავსეთ; მოვაწყვეთ პრეზენტაციების განხილვა და შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები სპეციალური შეფასების ფორმებით. გადავიღეთ ფოტოები პრეზენტაციის სლაიდშოუს პროცესში.
დიდი მადლობა ტრენინგის ხელმძღვანელს, ნინო კაჟაშვილს.

Sunday, December 8, 2013

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ რესურსებიდან ფასილიტაციის განყოფილებაში ჯგუფების შექმნა მოსწავლეთა მხარდასაჭერად; კვლევა ინტერნეტის საშუალებით და მისი პასუხების ფორმის შექმნა; ვიმუშავეთ დრაივში და კვლევის რეიტინგის ფორმას გავეცანით; კვლევის ლინკის მისამართი მივაბი ბლოგის სამუშაო რეჟიმის გაჯეტს და ჩემს ბლოგს დაემატა კვლევის ლინკი; ჩვენი პრეზენტაციების სლაიდებს დავუმატეთ შექმნილი დოკუმენტების ლინკები და დავამატეთ ერთი სლაიდი "შექმნილი რესურსები", სადაც დავამატეთ ლინკები; გავაკეთეთ ამ დღის რეფლექსია ჩვენს ბლოგზე.

Saturday, December 7, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს საინტერესო პრაქტიკული სამუშაოები შევასრულეთ: კოლეგის მიერ შექმნილი მოსწავლის შეფასების რუბრიკას გავუკეთეთ რეფლექსია და გადავუგზავნეთ უკან, რომელშიც მივუთითეთ 3 შეკითხვა, 2 კომენტარი და 1 რჩევა; სუსტი მოსწავლისთვის შევქმენით ბუკლეტი ინტელის კურსის რესურსების გამოყენებით; ბლოგის ფორმატის ცვლილებებზე ვიმუშავეთ და შევცვალეთ ფერი, ზომა და დიზაინი; ბლოგს დავამატეთ გაჯეტები და შევცვალეთ ფორმატი; მივიღეთ ახალი დავალება: დავასრულოთ პროექტის გეგმა, შევიტანოთ მასში პროცედურების მსვლელობა; უნდა მოვიფიქროთ მოსწავლეებისთვის კვლევის დამხმარე კითხვარი.

Sunday, November 24, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მოდული 2-ის აქტივობები. მოსწავლეთა შეფასების ინსტრუმენტები შევქმენით და შევიტანეთ სამუშაო გეგმაში; პორთფოლიოში შევიტანეთ პოვერ პოინტში ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაცია. ზალიან საინტერესო სესია შედგა. დიდი მადლობა ნინო კაჟაშვილს.

Saturday, November 23, 2013

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

ზოგადი კითხვა
რა მართავს მსოფლიოს?
თემატური კითხვები
. როგორი სახის სახელმწიფო მმართველობის სისტემები არსებობს მსოფლიოში? რომელი სახელმწიფო სისტემებია უფრო მეტად გავრცელებული?
შინაარსობრივი კითხვები
.როგორია გაერთიანებული სამეფოების სახელმწიფო მოწყობა? როგორია საქართველოს სახელმწიფო მოწყობა? რა განსხვავებაა გაერთიანებული სამეფოებისა და საქართველოს სახელმწიფო სისტემებს შორის?

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით; ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარჩვევების გათვალისწინებით; ვიმუშავეთ საკვანძო კითხვების შემუშავებაზე გუგლი დრაივის საშუალებით კოლაბორაციული რეჟიმით; მივიღეთ საშინაო დავალება: პროექტის გეგმის დასრულება და გაზიარება გუგლი დრაივით.

Sunday, November 17, 2013

მეორე დღის რეფლექსია

დღეს საინტერესო პრაქტიკული მუშაობა ჩავატარეთ. შევქმენით სარეკლამო ბუკლეტი მშობლებისათვის. ვიმუშავეთ WORD -ში, გამოვიყენეთ ინტერნეტი ფოტომასალის შესარჩევად და ჩავტვირთეთ ჩვენს პირად პორთფოლიოში. შევინახე პორთფოლიოში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამონათვალი.