დღეს დავასრულეთ ჩვენი მუშაობა პრეზენტაციაზე; თავი მოვუყარეთ ყველა მასალას რაც გავაკეთეთ პროექტის ფარგლებში; ელ ფოსტის დრაივში გადავიტანეთ დასრულებული პორთფოლიო და ბლოგზე გაჯეტის სახით მოვათავსეთ; მოვაწყვეთ პრეზენტაციების განხილვა და შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები სპეციალური შეფასების ფორმებით. გადავიღეთ ფოტოები პრეზენტაციის სლაიდშოუს პროცესში.
დიდი მადლობა ტრენინგის ხელმძღვანელს, ნინო კაჟაშვილს.
Saturday, December 14, 2013
Sunday, December 8, 2013
მერვე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ რესურსებიდან ფასილიტაციის განყოფილებაში ჯგუფების შექმნა მოსწავლეთა მხარდასაჭერად; კვლევა ინტერნეტის საშუალებით და მისი პასუხების ფორმის შექმნა; ვიმუშავეთ დრაივში და კვლევის რეიტინგის ფორმას გავეცანით; კვლევის ლინკის მისამართი მივაბი ბლოგის სამუშაო რეჟიმის გაჯეტს და ჩემს ბლოგს დაემატა კვლევის ლინკი; ჩვენი პრეზენტაციების სლაიდებს დავუმატეთ შექმნილი დოკუმენტების ლინკები და დავამატეთ ერთი სლაიდი "შექმნილი რესურსები", სადაც დავამატეთ ლინკები; გავაკეთეთ ამ დღის რეფლექსია ჩვენს ბლოგზე.
Saturday, December 7, 2013
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს საინტერესო პრაქტიკული სამუშაოები შევასრულეთ: კოლეგის მიერ შექმნილი მოსწავლის შეფასების რუბრიკას გავუკეთეთ რეფლექსია და გადავუგზავნეთ უკან, რომელშიც მივუთითეთ 3 შეკითხვა, 2 კომენტარი და 1 რჩევა; სუსტი მოსწავლისთვის შევქმენით ბუკლეტი ინტელის კურსის რესურსების გამოყენებით; ბლოგის ფორმატის ცვლილებებზე ვიმუშავეთ და შევცვალეთ ფერი, ზომა და დიზაინი; ბლოგს დავამატეთ გაჯეტები და შევცვალეთ ფორმატი; მივიღეთ ახალი დავალება: დავასრულოთ პროექტის გეგმა, შევიტანოთ მასში პროცედურების მსვლელობა; უნდა მოვიფიქროთ მოსწავლეებისთვის კვლევის დამხმარე კითხვარი.
Sunday, November 24, 2013
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მოდული 2-ის აქტივობები. მოსწავლეთა შეფასების ინსტრუმენტები შევქმენით და შევიტანეთ სამუშაო გეგმაში; პორთფოლიოში შევიტანეთ პოვერ პოინტში ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაცია. ზალიან საინტერესო სესია შედგა. დიდი მადლობა ნინო კაჟაშვილს.
Saturday, November 23, 2013
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
ზოგადი კითხვა
|
რა მართავს მსოფლიოს?
|
თემატური კითხვები
|
. როგორი სახის
სახელმწიფო მმართველობის სისტემები არსებობს მსოფლიოში? რომელი სახელმწიფო
სისტემებია უფრო მეტად გავრცელებული?
|
შინაარსობრივი კითხვები
|
.როგორია
გაერთიანებული სამეფოების სახელმწიფო მოწყობა? როგორია საქართველოს სახელმწიფო
მოწყობა? რა განსხვავებაა გაერთიანებული სამეფოებისა და საქართველოს სახელმწიფო
სისტემებს შორის?
|
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით; ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარჩვევების გათვალისწინებით; ვიმუშავეთ საკვანძო კითხვების შემუშავებაზე გუგლი დრაივის საშუალებით კოლაბორაციული რეჟიმით; მივიღეთ საშინაო დავალება: პროექტის გეგმის დასრულება და გაზიარება გუგლი დრაივით.
Sunday, November 17, 2013
მეორე დღის რეფლექსია
დღეს საინტერესო პრაქტიკული მუშაობა ჩავატარეთ. შევქმენით სარეკლამო ბუკლეტი მშობლებისათვის. ვიმუშავეთ WORD -ში, გამოვიყენეთ ინტერნეტი ფოტომასალის შესარჩევად და ჩავტვირთეთ ჩვენს პირად პორთფოლიოში. შევინახე პორთფოლიოში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამონათვალი.
Saturday, November 16, 2013
1 დღის რეფლექსია
- დღეს ჩვენ გავეცანით ინთელის ძირითად კურსს;
- შევქმენით სამუშაო პორთფოლიო;
- პორთფოლიოში შევინახეთ სამუშაო ფაილები;
- რესურსების გვერდიდან განვიხილეთ სანიმუშო პროექტი;
- გავხსენით ახალი ბლოგი ინთელის კურსისთვის;
- მივიღეთ დავალება: გავხსნათ რესურსებიდან რომელიმეპროექტის გემა დამისი რესურსები, შევისწავლოთ და გავაანალიზოთ პროექტის მიზნები;
- მოვიფიქროთ პროექტის იდეა, თემა;
- ბლოგერების ნამუშევრები დავათვალიეროთ და დავდოთ კომენტარები.
Subscribe to:
Posts (Atom)